15 აგვისტო 2026,   18:46
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები არის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენების ხელში კარგი შესაძლებლობა, რომ პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გვერდის ავლით განახორციელონ საკუთარი არაფორმალური გავლენები - მახაშვილი

"ამერიკასთან დაკავშირებით ილონ მასკს თავისი მოსაზრებები აქვს, საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ სამწუხაროდ,არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული არაფორმალური გავლენების მიერ, რომ თავიანთი არაფორმალური დღის წესრიგი გაატარონ," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ილონ მასკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ "არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს."

"დღეს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები კი არ მართავენ, როგორც ასეთი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები არის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენების, როგორც ტრამპი უწოდებს - "დიფ სთეითის" ხელში კარგი შესაძლებლობა, რომ პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გვერდის ავლით განახორციელონ საკუთარი არაფორმალური გავლენები.

ამიტომ იყო, მათ შორის, ის ცხოველი წინააღმდეგობა საქართველოსადმი, როდესაც ეს ქვეყანა იღებდა გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტებს, რადგან ამით გაიშიფრებოდა ყველა ის სქემა, რისი საშუალებითაც ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას.

ამერიკასთან დაკავშირებით ილონ მასკს თავისი მოსაზრებები აქვს, საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები არის გამოყენებული არაფორმალური გავლენების მიერ, რომ თავიანთი არაფორმალური დღის წესრიგი გაატარონ," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები