ბოლო რეპეტიცია ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე - ხვალ, საღამოს 8 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთება და "საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე გაიმართება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრებით.
საახალწლო სოფელში 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად დაგეგმილია მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები, საშობაო ბაზრობის გამართვა და კულინარიული მასტერკლასები.
„საახალწლო სოფელში“ ასევე განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი, რომელშიც ის პატარებს ელფებთან ერთად უმასპინძლებს.