არაობიექტური და მიკერძოებული - ასე აფასებს მმართველი გუნდი ანგარიშს, რომელიც მოამზადა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე".
ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ საქართველო ევროპის კონტინენტზე რუსეთის, ბელარუსის და თურქეთის შემდეგ, ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.
"არსად არ გაიშვას "რეპორტიორები საზღვრის გარეშე" - ამ ორგანიზაციის ობიექტურობა. ამ ორგანიზაციას რომ დავუჯეროთ, ჩვენს ქვეყანაში მედია თავისუფლება იყო უზრუნველყოფილი 2003-2012 წლებში, მაშინ როდესაც არსებობდა სულ რამდენიმე ტელევიზია და ეს ტელევიზიები ხელში ჩაგდებული ჰქონდა "ნაცმოძრაობას". შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის გახსნა. ეს ორგანიზაცია ისევ ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი შელახოს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ანგარიშის მიმართ, ამჯერადაც კრიტიკულია დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.
რეიტინგში ამერიკა 57-ე პოზიციაზეა. ეს მაჩვენებელი შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დივენსმა X-ზე გააზიარა და დაწერა, რომ წყარო "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეა".