20 ივნისის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგში საქმეს დიდი პალატა განიხილავდა.
საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე. მათ შორის, რამდენად შესაბამისობაშია ევროპულთან საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც შეკრება მანიფესტაციის წესებს არეგულირებს. იუსტიციის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ მათი არგუმენტებს სასამართლო დაადასტურებს.
ასევე, გაირკვევა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა და დადგინება, რამდენად შესაძლებელი იყო ზიანის შემცირება.
საქმის დიდი პალატისთვის გადაცემამდე, ევროსასამართლომ 20 ივნისის მოვლენებზე არ დაადგინა კონვენციის იმ მუხლების დარღვევა, რომელიც წამების აკრძალვას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ეხება და ხელახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვა.
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას ბრალი უკვე წარედგინა.