20 ივნისი 2026,   11:53
ვრცლად
აშშ-ში, კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

აშშ-ში, კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კამპუსში 2 200-ზე მეტი სტუდენტი და 450 თანამშრომელი ცხოვრობს. ინციდენტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები