15 აგვისტო 2026,   14:07
ვრცლად
საქართველო, დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით, ევროპის საუკეთესო სამეულშია - ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შინაარს მმართველ გუნდში ევრობიუროკრატების პოზიციებთან აცდენილს უწოდებენ

ირლანდია, ნიდერლანდები და საქართველო - ეს ის 3 სახელმწიფოა, რომლებმაც დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით, ევროპის მასშტაბით, პირველი სამეული გადაინაწილეს. ევროკავშირის დაკვეთით მომზადებული კვლევის ერთ-ერთი მიმართულება, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახელმწიფოში ოლიგარქიული ტენდენციების ანალიზი იყო.

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიში ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა ქვეყანას მოიცავს. მკვლევრების შეფასებით, საქართველო, რისკფაქტორით, ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ჩამორჩება, მაგალითად, შვეიცარიას, კვიპროსსა და უნგრეთს.

საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით, საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა. კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10-წლიანი გაანგარიშებით, საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას.

ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შინაარს ევრობიუროკრატების პოზიციებთან აცდენილს უწოდებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები ევროპელი მაღალჩინოსნების ორმაგ სტანდარტს კიდევ ერთხელ ამხელს.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ, 10-წლიანი გაანგარიშებით, ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში გაუარესდა. ევროკავშირის დაკვეთით მომზადებული კვლევას ქართულ ოპოზიციაში უნდობლობას უცხადებენ.

მკვლევრებმა, საბაზისოს გარდა, ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს. ირკვევა, რომ, ამ ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი, 10-წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა, ირლანდიის შემდეგ, რასაც საპარლამენტო ჯგუფებში მმართველი გუნდის პოლიტიკას უკავშირებენ.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით და ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, ბოლო 10 წლის მონაცემების ანალიზით მომზადდა.

დღის ამბები