სამგორის რაიონის გამგეობამ წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მათ შორის საგზაო სამუშაოებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე, რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე.
რაიონს 51 სკვერი და მცირე ზომის მოსასვენებელი ზონა შეემატა, მოეწყო და განახლდა 15 სპორტული მოედანი. სხვადასხვა პროექტი განხორციელდა საჯარო სკოლებშიც.