რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი პირი, არსებული ინფორმაციით, 74 წლის კაცი ემსხვერპლა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.