ჩეხეთის პრეზიდენტი თანახმაა, მემარჯვენე პოლიტიკოსი ანდრეი ბაბიში ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნოს. პრეზიდენტის განმარტებით, შესაბამის განკარგულებას მას შემდეგ მიიღო, რაც ბაბიშმა საკუთარ კომპანიასთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტი გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანების "ანოს" ხელმძღვანელი ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერი 9 დეკემბერს ოფიციალურად გახდება.