15 აგვისტო 2026,   13:36
ვრცლად
"გახარია საქართველოსთვის" BBC-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს

ფრაქცია "გახარია საქართველოსთვის" BBC-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს. ამ თემაზე დღეს პარტიის წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

"საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა. სწორედ ამიტომ. ფრაქცია საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ დადგენილების პროექტს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, სამართალდამცავი თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებულ სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ,“ - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე.

 

დღის ამბები