ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ქვემო ქართლში - სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის ტყეში ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ უკანონოდ მოჭრილ ხუთ კუბურ მეტრამდე რცხილას მიაგნეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა. ეროვნული სატყეო სააგენტო მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.