11 აგვისტო 2026,   12:00
ვრცლად
ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე: ქიმიურ ნივთიერებებს სპეციფიკური მაჩვენებლები გააჩნია... თავისუფლად შეიძლებოდა სინჯის აღება

BBC-ის ფილმთან და მასში მოყვანილ ვარაუდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს ტოქსიკოლოგებმა. სპეციალისტები სვამენ კითხვას, რომელ კვლევაში ჩანს ქიმიური იარაღის გამოყენება.

ტოქსიკოლოგი, ინგა ღვინერია პირველი ნაბიჯი არის, რომ განისაზღვროს, რა ნივთიერება იყო და განისაზღვროს, რა დოზით იყო.   

"აქ ძირითადი არის პირველი ნაბიჯი - განისაზღვროს, რა ნივთიერება იყო და განისაზღვროს, რა დოზით იყო. თავისუფლად შეიძლებოდა სინჯის აღება. ისიც კი შეიძლებოდა, რომ ნიადაგიდან და იქიდან აღებულიყო სინჯი და განსაზღვრულიყო. ზოგადად, ქიმიურ ნივთიერებებზე რომ ვილაპარაკოთ, მას სპეციფიკური მაჩვენებლები გააჩნია, ის შეიძლება ორგანიზმში იყოს მოხვედრილი და შეიძლება მისი აღმოჩენაც, იმიტომკ რომ აქ ხდება ლორწოვანიდან, კანიდან შეწოვა და საერთოდ, სასიკვდილო დოზასაც ადგენენ კანიდან შეწოვის შემთხვევაში. აქ, უბრალოდ, უნდა ყოფილიყო განსაზღვრული მისი არსებობა და მისი დოზა. იმიტომ, რომ განზავების საკითხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს ინგა ღვინერია.

 

დღის ამბები