12 აგვისტო 2026,   10:15
ვრცლად
"როგორც შიდა, ისე გარე მფარველები მუდმივად უჭერდნენ მხარს რადიკალიზმს, ამიტომ მათ წიაღში გამოიზარდა ალეკო ელისაშვილის ექსტრემიზმი" - ნინო წილოსანი

"ალეკო ელისაშვილი არის ინდივიდუალური გამოვლინების აქტი იმ რადიკალიზმისა, რომელსაც კრებსითად მუდმივად ვხედავთ როგორც "ლელოს", ისე მათი მფარველი საერთაშორისო დედა პარტიების, იგივე ALDE-ს შემთხვევაში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისაუბრა.

მისივე შეფასებით, ALDE ვერ გაბედავს რომ გაემიჯნოს ამ ტერორისტულ აქტს.

"ეს პარტიები, - როგორც შიდა, ისე გარე მფარველები მუდმივად ახალისებდნენ და მუდმივად მხარს უჭერდნენ რადიკალიზმს, ამიტომ მათ წიაღში გამოიზარდა და დაფორმირდა ალეკო ელისაშვილის ექსტრემიზმი.

მას ეგონა, რომ წარმატებით შეასრულებდა და შემდეგ ვნახავდით, როგორი აღფრთოვანებით და ტაშის კვრით მიესალმებოდნენ "ლელოს" ლიდები, რომ ეს ე.წ. პროტესტის გამოხატვა წარმატებით შეასრულა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც შეაჩერეს ეს ტერორისტული აქტი, რა თქმა უნდა ახლა ყველა გვერდზე გადგა. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ვერც გაბედავენ და არც აქვთ სურვილი, რომ გაემიჯნონ ამ ტერორისტულ აქტს და თავისი სიტყვა თქვან ამ ყველაფრის შეფასებაში," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები