08 ივნისი 2026,   14:30
ვრცლად
მარნეულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.

"მსჯავრდებული საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის 2025 წლის ნოემბრიდან მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა.

პოლიციამ რ.ი. მარნეულში დააკავა.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები