ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. იგება ასფალტის საფარი სოფელ ზაზალოსთან მისასვლელ გზაზე.
მიმდინარეობს სოციალური და სპორტული სივრცეების მოწყობაც. უკვე დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების მინიმოედნების და ახალი სკვერების მოწყობა, ასევე აშენდა ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ცენტრი.
რეგიონში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა.