15 აგვისტო 2026,   19:36
ვრცლად
კახა კალაძე BBC-ის მასალაზე: მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა -თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ,  - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული  ინფორმაციები გაავრცელონ.   

"ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული.

არ ვიცი, საერთოდ ღირს, თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები