ესპანეთის დედაქალაქში, "კორუმპირებული" პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას the guardian-ი ავრცელებს.
პროტესტანტებმა მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტიის "სახალხო პარტიის" (PP) მოწოდებებს პლაკატებით, რომლებზეც ეწერა "გადადგომა", "ძალაუფლების გამიჯვნა" და "სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა". ამასთან ერთად, აქციის მონაწილეებმა, ვადამდელი საყოველთაო არჩევნებიც მოითხოვეს.
მედიის ცნობით, მიტინგებში დაახლოებით 80 000 ადამიანი მონაწილეობდა.
"[პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მმართველობა] სანჩიზმი, ინსტიტუციური და მორალური კორუფციაა", - განაცხადა PP-ის ხელმძღვანელმა ალბერტო ნუნეზ ფეიხომ.