"მანიფესტი იქნება ეს, მათი შეუმდგარი გეგმა თუ განცხადებები, ეს მაგალითია იმის, რომ აქაური ე.წ. ვითომ "ენჯეო" და ვითომ პოლიტიკოსები თავიანთ თავს არ ეკუთვნიან," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"იქიდან გამოგზავნილ მანიფესტს ხან ვერ თარგმნიან, ხან არასწორად თარგმნიან, ხან იბრალებენ, რომ თვითონ დაწერეს, მერე გასაჯაროვდება, რომ მათი დაწერილი არაფერი არ არის. იმ შინაარსშიც, რა თქმა უნდა, არ შედიან, რადგან თვითონ აქვთ ნათქვამი, რომ ნებისმიერი დოკუმენტის შინაარსი მათი ველი არ არის, რადგან იქ დამარცხდებიან. იგივეა ეს კლასიკური შემთხვევაც - იმიტომ არ წაიკითხეს, რომ ვერ შეთანხმდნენ. რამდენიმე დღის წინ მოუვიდათ ეს შეცდომა იმავე მანიფესტთან დაკავშირებით," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "პრაიმ ტაიმმა" მოიპოვა ე.წ. მანიფესტი, რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და ის ოპოზიციას აქციაზე უნდა წაეკითხა. მას შემდეგ, რაც გამოცემამ ტექსტი გამოაქვეყნა, ის აქციაზე უკვე აღარ წაიკითხეს.