აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის კლინიკაში სამედიცინო აქცია გაიმართა.
ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დევნილ პირებს კარდიოლოგიური მომსახურება გაუწიეს. პროგრამის ფარგლებში, წელს სულ 500-მდე პირმა მიიღო სამედიცინო მომსახურება.