აკეთებს რეესტრს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის - ანუ იმას, რასაც "ქართული გამჭვირვალობის კანონი" ითვალისწინებს და რასაც თავად ამ დრომდე აკრიტიკებს. საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპარლამენტში მიღებული გამჭვირვალობის მკაცრი რეგულაციები ერთის მხრივ იმის აღიარებაა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროსტანდარტებს არ ეწინააღმდეგება, მეორეს მხრივ კი იმის დასტური, რომ თავად ევრობიუროკრატებს აქვთ ორმაგი სტანდარტები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მაშინ, როდესაც ბრიუსელი უცხოურ ჩარევას და ნეგატიური მიზნების გარე დაფინანსებას ებრძვის, ვალდებულია თავადაც დაემორჩილოს სხვა ქვეყნებში არსებულ ამ ობიექტურ მიდგომას.
უცხოური ჩარევებისგან თავის დაცვაზე, ფინანსური ტრანზაქციების გაკონტროლებასა და სხვა ქვეყნების ნეგატიური ინტერესების შეზღუდვაზე, საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ 2 წლის წინ ალაპარაკდნენ. სწორედ ეს არგუმენტები დაასახელეს ევროპარლამენტშიც საკითხის ინიციატორებმა. დებატების დროს ითქვა ისიც, რომ ახალი რეგულაციები საქართველოსა და უნგრეთში მიღებული კანონების ანალოგია, მიზანი კი უცხო ქვეყნის მთავრობის სახელით ან ფულით ევროკავშირის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის პრევენციაა.
ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწევს ლობისტების რეესტრის შექმნა, ყველა ვალდებულია საჯარო გახადოს გრანტების წარმომავლობა და დანიშნულება. ევროპარლამენტში მიღებული ცვლილებები ქართული ოპოზიციისთვის კარგად ნაცნობი კანონის შინაარსია, სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს რიტორიკა ნაწილობრივ შეარბილეს.
ოპონენტების განცხადებები მმართველ გუნდს არ უკვირს. უკვირს ის, თუ როგორ გაამართლებენ ევროპელი ბიუროკრატები საკუთარ დამოკიდებულებას ქართული კანონის მიმართ. "ქართული ოცნებაში" იხსენებენ, რომ ევროკავშირში გამჭვირვალობის რეგულაციების მიღება თავის დროზე სწორედ იმიტომ დააპაუზეს, რომ საქართველოში მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ევროკავშირის მკაცრი რეგულაციები შეეხება სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებულ ლობისტურ საქმიანობას, მათ შორის, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას, საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობას, საინფორმაციო კამპანიების წარმართვას ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით.