შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ძალადობის არ დაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა.
"გავიხსენოთ, როგორ მოუწოდებდა შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ.
შვედეთის ხელისუფლება დღემდე არც ამ განცხადებას გამიჯვნია, არც შარშან პარლამენტის დაწვის მცდელობა გაუკიცხავს და არც 4 ოქტომბრის შეუმდგარი ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაუგმია.
ძალადობის არდაგმობა მომავალი ძალადობის წაქეზებაა", - წერს პაპუაშვილი.