გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს, მთავარია მიღებული დავალება, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც "გახარია-საქართველოსთვის" წევრის, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
"გახარიელებს" რომ კითხოთ, "ნაციონალური მოძრაობის" გახსენებაზე აჟრიალებთ, მაგრამ მათ წევრებში იყვნენ და არიან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და წარსულში მყოფი წევრები. მაგალითად, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა და მანამდე იყო ადეიშვილის მოადგილე. იშლება ეს პარტია. გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს. ეს სტიპენდიატი ცდილობს, ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, "გახარია-საქართველოსთვის" წევრი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ზაზა თავაძე Facebook-ზე წერს.