რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც, სამი ადამიანი დაშავდა. ისინი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.