თხინვალას დასახლებაში, ცენტრალური გზის ორივე მხარე დასუფთავდა. აქციაში "თბილსერვის ჯგუფის" 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.
უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მოათავონ საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ ურნაში და ახსენებს ყველას, რომ სხვადასხვა ტიპის ნარჩენის განთავსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზეა შესაძლებელი.