22 აგვისტო 2026,   15:38
ვრცლად
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას - თინათინ ბოკუჩავა

ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება "კრედიტ სუისთან" დავაში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

სასამართლო კომიტეტმა ბერდმუდასა და სინგაპურის წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა. "კრედიტ სუისმა" "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

მმართველ გუნდში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და წლების განმავლობაში მიმდინარე შანტაჟზე საუბრობენ. მათივე თქმით, ის კვლავ იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ.

"აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, ე.წ ოფაკის სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილის,  ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, უზარმაზარ ფინანსურ გიგანტს გადასახდელი აქვს მილიარდ დოლარზე მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის.

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

დღის ამბები