23 აგვისტო 2026,   04:06
ვრცლად
პარლამენტი აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავს.

სპორტის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს. გაზის აეროზოლური მოწყობილობის იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება. გათვალისწინებულია სანქციებიც. თუ "წიწაკის სპრეი" ექნება მოქალაქეს, რომელიც 16-დან 18 წლამდეა, მასზე გავრცელდება ადმინისტრაციული წესით გათვალისწინებული სანქცია. თუ საშუალება 16 წლამდე მოზარდს აღმოაჩნდება, სანქცია დაეკისრება გამყიდველს.

დღის ამბები