შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს - ცვლილების მიხედვით, იზღუდება ელექტროშოკური მოწყობილობების დამზადება, შეძენა, შენახვა ან გაყიდვა. შესაბამის ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური ან ხმოვანი - იგივე აკუსტიკური იარაღის დამზადება, შენახვა, ტრანზიტი და ამ იარაღით ვაჭრობა.
ძალოვანი უწყების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, ოპოზიციის თმით მოქალაქეების უფლებებს შეზღუდავს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებები საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობის მოლოდინი კი სხვაგვარია - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ინიცირებული ცვლილებები საზოგადოებაში უსაფრთხოების დონეს გაზრდის. "ქართული ოცნება" აქცენტს იმ შესაძლო რისკებზე აკეთებს, რომელიც შემზღუდავი მექანიზმის გარეშე არსებობს.
"იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებათა პაკეტის განხილვა, საკომიტეტო ფორმატში გრძელდება. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საკითხი კენჭისყრისთვის, პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.