15 აგვისტო 2026,   13:52
ვრცლად
"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში ნაჩვენებია ის თავისუფალი მედია ონლაინ სივრცე, რომელიც საქართველოში რეალურად არის, ეს არის სწორედ ფაქტი აღქმების წინააღმდეგ, რის გავრცელებასაც ძალიან აქტიურად ცდილობენ - ნინო წილოსანი

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. მონაცემები ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა და საქართველო ამ კუთხით 70 ქულით შეაფასა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტი სრულად თავისუფალია და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ათეულშია. 

ანგარიში ეყრდნობა სხვადასხვა კრიტერიუმს, ეს არის დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ანგარიშში ნაჩვენებია ის თავისუფალი მედია ონლაინ სივრცე, რომელიც საქართველოში რეალურად არის, ეს არის სწორედ ფაქტი აღქმების წინააღმდეგ, რის გავრცელებასაც ძალიან აქტიურად ცდილობენ.

"ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში ნაჩვენებია ის თავისუფალი მედია ონლაინ სივრცე, რომელიც საქართველოში რეალურად არის, ეს არის სწორედ ფაქტი აღქმების წინააღმდეგ, რის გავრცელებასაც ძალიან აქტიურად ცდილობენ. თუმცა, ამავე ანგარიშში ვხედავთ, რომ გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლება იმ კანონების მიხედვით და იმ კანონების გამო, რომელიც ჩვენ სწორედ ამ კარგი და ნორმალური სიტუაციის შესანარჩუნებლად მივიღეთ. ჩვენს მოცემულობაში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც ერთის მხრივ მედია თუ ონლაინ პლატფორმების თავისუფლების პარალელურად, აწესებს კონკრეტულ რეგულაციებს იმისთვის, რომ აღნიშნული თავისუფლება არ გადავიდეს სხვა ადამიანების უფლების შეზღუდვაში და სხვების შელახვაში. სწორედ ეს იყო ძირითადი კრიტიკის საფუძველი, რომელიც ამ ანგარიშში სამწუხაროდ ფაქტების პარალელურად მაინც არის მოხსენებული“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები