უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ოკუპანტები ქვეყანას რაკეტებით და დრონებით ესხმიან თავს. აფეთქებებია ხარკოვში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსი, დაშავებულია 32 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ქალაქის რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ თურქეთში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი. სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსული მხარე. უცნობია, დაგეგმილია თუ არა შეხვედრები ამერიკელ მომლაპარაკებლებთან. ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან გამართავს შეხვედრას, საუბრის მთავარი თემა "სამართლიანი მშვიდობის" დამყარება იქნება.