04 აგვისტო 2026,   15:36
ვრცლად
იმერეთში, წითელი ნუსხით დაცული წაბლის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

წითელი ნუსხით დაცული წაბლის უკანონო ჭრის ფაქტი იმერეთში - გარემოსდამცველებმა სამართალდარღვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე გამოავლინეს. ადგილობრივმა მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ოთხი კუბური მეტრი ხე-ტყე.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ხის მასალა კი ზესტაფონის საქმიან ეზოშია გადატანილი.

დღის ამბები