19 ივნისი 2026,   00:27
ვრცლად
ღაზის სექტორში საერთაშორისო ძალების განთავსება, "ჰამასის" განიარაღება და პალესტინელთა გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნა - გაერო-ს უშიშროების საბჭომ ტრამპის გეგმის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ღაზის სექტორში საერთაშორისო ძალების განთავსება, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" განიარაღება და პალესტინელთა გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნა - გაერო-ს უშიშროების საბჭომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ტრამპის გეგმის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

კენჭისყრაზე დოკუმენტს საბჭოს წევრი 15 სახელმწიფოდან მხარი დაუჭირა 13-მა. რუსეთმა და ჩინეთმა კი თავი შეიკავეს.

გადაწყვეტილებას "თრუს სოუშალის" გვერდზე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი.

როგორც დონალდ ტრამპი წერს, შეიქმნება სამშვიდობო საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და რომელშიც მსოფლიოს "ყველაზე გავლენიანი და პატივცემული ლიდერები შევლენ". რეზოლუციის ტექსტში ნახსენებია პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაც. ისრაელი ამ პუნქტს არ ეთანხმება და აკრიტიკებს. რეზოლუციას მიუღებელი უწოდა დაჯგუფება "ჰამასმა".

დღის ამბები