ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქალაქ ბერე სტინზე. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იერიშს 17 წლის გოგონა ემსხვერპლა. დაშავებულია 9 მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაცია.