17 აგვისტო 2026,   19:48
ვრცლად
"ბოლო არჩევნებზე მათ მარცხი განიცადეს ემიგრაციაში" - ანა წითლიძე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე ცვლილებებს მმართველი გუნდის საარჩევნო შედეგებს უკავშირებს.

"ბოლო არჩევნებზე მათ კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. [მმართველმა გუნდმა] ამ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალა უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა," - აღნიშნა ანა წითლიძემ.

საარჩევნო კოდექსში წლის ბოლომდე ცვლილებები შევა. ერთ-ერთი ცვლილება ეხება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის არჩევნებზეც, ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს საზღვრებში. სპიკერის განცხადებით, ცვლილება კონსტიტუციის 24-ე მუხლს ემყარება, რომლითაც სახელმწიფო ვალდებულია ნების თავისუფალი გამოვლენა უზრუნველყოს, რაც თავის თავში გარე ჩარევისგან თავისუფალ გამოვლენასაც გულისხმობს. პარლამენტის თავმჯდომარემ გარე ჩარევებზე, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ზემოქმედების რისკზე ისაუბრა. მისივე თქმით, მოდელი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

დღის ამბები