"ქუთაისის მუხნარში" ტყის აღდგენა მიმდინარეობს - გამწვანების აქციაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ჩაერთო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც.
ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა - უნიკალური "იმერული მუხა" გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. ამჟამად 270 ჰექტარ ფართობზე დარგულია 9 500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი. პერიმეტრი შემოღობილია; მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.