17 ნოემბერს, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე მთავარი თემა ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა იქნება.
სააგენტოს ცნობით, მხარეები იმსჯელებენ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე.