"გადაუდებელი მედიცინისა და ინტესიური თერაპიის თანამედროვე საკითხები", - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია ტარდება. ღონისძიების მიზანი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის ინტეგრირებაა.
სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, ქართველმა ექიმებმა განიხილეს თანამედროვე მიდგომები სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ შეხვედრა ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს არის ძალიან მაღალი დონის კონფერენცია, ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობით. ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ექიმებისთვისაც კარგი შესაძლებლობაა და მათთვისაც. ერთმანეთს უზიარებენ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას", - აცხადებს სარჯველაძე.