რუსთავის საკრებულოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსთავის ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია. ჰაერის მართვის გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს რუსთავის მერია ახორციელებს.