17 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლების ფესტივალი დაიწყო

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლების ფესტივალი დაიწყო. მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე იღებს.

ფესტივალი 15 ნოემბერს გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. საღამოზე შესრულდება საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

დღის ამბები