თბილისის 49-ე საჯარო სკოლაზე აკაკი ჩხენკელის აბრა გაიხსნა, თავად სასწავლებელში კი სპეციალური ღონისძიება მოეწყო.
ცერემონიაში საკრებულოს, ასევე საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აკაკი ჩხენკელის სახელი 49-ე საჯარო სკოლას ოფიციალურად მიმდინარე წლის აგვისტოში მიენიჭა.
აკაკი ჩხენკელი მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე იყო. მის სახელს უკავშირდება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირება. ჩხენკელი იყო საქართველოს ელჩი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.