15 აგვისტო 2026,   20:40
ვრცლად
"ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის" - თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს. 

ტექსტში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს საქართველოში, სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.

"ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩვენი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა." - წერია ინფორმაციაში. 

დღის ამბები