13 აგვისტო 2026,   09:54
ვრცლად
"დაღუპულია ჩვენი 20 სამხედრო მოსამსახურე" - თურქეთის თავდაცვის უწყება საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი "ჰერკულესის" ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 20 ადამიანი იმყოფებოდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა ვინაობა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა.

მათ შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი; ასევე საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. გავრცელდა მათი ფოტოებიც.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებს "სი-130-ი"ს ტიპის სულ 20 სამხედრო ხომალდი ჰყავს. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 1969 წელს იყო აწყობილი.

დღის ამბები