15 აგვისტო 2026,   13:43
ვრცლად
გვეუბნებით, სინქრონში მოქმედებთ და არ გაწყობთ, "ნაცები" გაქრნენო... არ ვიცი, ტელევიზორს ადევნებთ თუ არა თვალყურს... მგონი, უნდა იცოდეთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ მათი აკრძალვის მოთხოვნით - ლევან მაჭავარიანი შარაშიძეს

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტის პლენარული სხდომა. "ქართლი ოცნების" წევრებმა ოპონენტების მხრიდან დესტრუქციულ და რადიკალურ ქმედებებზე ისაუბრეს. სხდომაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები.

ფრაქცია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ უმრავლესობას უთხრა, რომ მათ "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება არ აწყობთ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლევან მაჭავარიანმა უპასუხა და განუმართა, რომ "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და პარლამენტის წევრმა ამის შესახებ უნდა იცოდეს.

"[გვეუბნებით] სინქრონში მოქმედებთ და არ გაწყობთ, რომ "ნაცები" გაქრნენო. მე არ ვიცი, თქვენ ტელევიზორს ადევნებთ თვალყურს. დარბაზში სხედხართ და მგონი, უნდა იცოდეთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით და 6 თვე იმუშავა საგამოძიებო კომისიამ იმასთან აკავშირებდათ, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგვემყარებინა ეს სარჩელი. 9 თვის ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აიკრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები