არსებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ თანამდებობა დატოვა, - ინფორმაცია "რუსთავი2-ს" უწყებაში დაუდასტურეს.
ხმალაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.