19 ივნისი 2026,   13:01
ვრცლად
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 100 მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა. ირკვევა, რომ დანაშაულებრივი სქემის უკან "გავლენიანი კრიმინალური ორგანიზაცია" იდგა და მას კონკრეტული ბიზნესმენი ხელმძღვანელობდა.

კორუფციულ საქმიანობაში ასევე იყო ჩართული ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და სახელმწიფო ბირთვული კომპანიის უსაფრთხოების უფროსი.

ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმეზე, 15 თვის განმავლობაში, ათობით ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი სწორედ ამ ანტიკორუფციული უწყების დამოუკიდებლობის შეზღუდვას ცდილობდა, თუმცა, მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.

დღის ამბები