19 ივნისი 2026,   13:56
ვრცლად
"ზომბი ჭიები" და "სიკვდილის ბურთები" - ანტარქტიდის წყლებში ზღვის 30 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ანტარქტიდის წყლებში დაახლოებით 30 აქამდე უცნობი, ზღვის სახეობა აღმოაჩინეს. აღმოჩენებს შორისაა მტაცებელი ღრუბელი Chondrocladia, რომელსაც, საცეცებით მსხვერპლის დაჭერის უნარის გამო, მეტსახელად "სიკვდილის ბურთს" უწოდებენ, და "ჯავშნიანები" Eulagisca-ს ჭიები მკვრივი, დამცავი ფირფიტებით.

მკვლევრებმა, ასევე აღმოაჩინეს ზღვის ვარსკვლავის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების ახალი სახეობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია "ზომბი ჭიებზე" Osedax-ზე, რომლებიც საკუთარ სხეულში არსებული ბაქტერიების გამოყენებით, მკვდარი ვეშაპების ძვლებით იკვებებიან.

ექსპერტების განმარტებით, ეს უნიკალური აღმოჩენები ხელს შეუწყობს, უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ეგუება სიცოცხლე სიცივისა და წნევის ექსტრემალურ პირობებს.

დღის ამბები