19 ივნისი 2026,   05:44
ვრცლად
მარტა კოსის საიდუმლო წარსული - რა კავშირი აქვს ევროკავშირის გაფართოების კომისარს "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტთან 

მარტა კოსის საიდუმლო წარსული, რომელიც არ დაიმალა - რა კავშირი აქვს ევროკავშირის გაფართოების კომისარს "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტთან - მაშინ, როცა სლოვენიელ პოლიტიკოსს, კომუნისტური ქვეყნების აგენტობაში ადანაშაულებენ, დამატებით ირკვევა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი წარსულ საქმიანობას განზრახ მალავს და ამით ევროკომისიის სტანდარტებს არღვევს.

ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პლატფორმა, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციით, თუმცა ერთ ადამიანზე - ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამორჩეული მარტა კოსი, არცთუ ისე შორეულ წარსულში 2022 წლიდან 2024 წლამდე, "კრეაბში" მუშაობდა. იმ ორგანიზაციაში, რომელიც კარლ ბილდტს უკავშირდება, თუმცა მარტა კოსი ამ ინფორმაციას ევროკომისიის ვებგვერდზე მალავს.

შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ სააკაშვილის ღია მხარდამჭერი და "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი კომპანიის ვიცე თავმჯდომარეა.

მიხეილ სააკაშვილს კარლ ბილდტის ლობისტური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან თანხები არაერთხელ აქვს გადახდილი. შვედური კომპანია "კრეაბი“, მის ინტერესებს სწორედ იმ წლებშიც ლობირებდა, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე კარლ ბილდტი იყო. "კრეაბი" კი ამ პერიოდში რუსეთს კონკრეტულად კი - "გაზპრომს" წარმოადგენდა.

ის, რომ ყოფილი დიპლომატი მიხეილ სააკაშვილს ღიად გულშემატკივრობდა, მაშინაც გამოჩნდა, როცა ბილდტსი ბრალდებული და მსჯავრდებული პატიმრის უცხოეთში გაგზავნას და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. როგორც ჩანს განწყობები გადამდებია- დამსაქმებლის პათოსს მარტა კოსიც იზიარებს. ევროპელი კომისარი, კანონ დარღვევისთვის დაკავებულ ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებს და მათ გათავისუფლებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად მიიჩნევს.

მარტა კოსის ორწლიანი მუშაობა ორგანიზაცია "კრეაბში", დაწინაურებით დასრულდა. კერძო ლობისტის კომპანიიდან, 58 წლის პოლიტიკოსმა, ევროკომისიაში გადაინაცვლა, მეტიც მან უმაღლესი თანამდებობა დაიკავა. ამ რანგში კი იმ ხელისუფლებების გაკრიტიკება დაიწყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მეგობარი კარლ ბილდტი აკრიტიკებს.

ვიდრე მარტა კოსი, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას აკრიტიკებს, კრიტიკის ობიექტი თავად ევრო ბიუროკრატის წარსული ხდება. საუბარია კომუნისტური ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე. ეჭვები მაშინ გაჩნდა, როცა კოსმა სლოვენიის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა. დიპლომატს, რომელიც დიდ პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა, მოულოდნელად უკან დახევა მოუწია. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით კოსმა, გადაწყვეტილება არა საკუთარი ნებით, არამედ მის წინააღმდეგ არსებული კომპრომატების გამო მიიღო.

2022 წლის ოქტომბერში მარტა კოსის პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი გარდამტეხი ცვლილება ხდება: უარს ამბობს პრეზიდენტობაზე, თუმცა თანხმდება მიხეილ სააკაშვილის ლობისტ კომპანიაში უფროს მრჩევლად დასაქმებაზე. ორგანიზაციაში, რომელიც გლობალურ ურთიერთობებს და ციფრულ საქმიანობას მოიცავს. სწორედ ეს ორგანიზაცია გამოიყენა მარტა კოსმა პოლიტიკურ ტრამპლინად, რის შემდეგაც ევროკომისრად მოგვევლინა. ახლა საერთაშორისო მედია სვამს კითხვას: დაინიშნა, თუ არა მარტა კოსი დამოუკიდებლად იმ თანამდებობაზე, რომელსაც ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირები უნდა იკავებდნენ.

ავტორი: იზი ბურნაძე. 

დღის ამბები