"ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს, რომელიც "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.
მისი თქმით, 2024 წლის ივნისში, ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც ქართველ ხალხზე ზეგავლენის მიზნით, შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი.
"საქართველო არ აყვა მოწოდებებს და 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვათა გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე, 2024 წლის ივნისში, ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც ქართველ ხალხზე ზეგავლენის მიზნით, შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი.
ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას, პროპაგანდით. გააჩერეს დიალოგი და ინტეგრაციის პროცესი, იმის გამო, რომ ჰერჩინსკის არ გაესაჯაროებინა, რას აფინანსებდნენ საქართველოში. აღმოვაჩინეთ შემდეგ, რომ თურმე ევროკავშირის დაფინანსებით ყიდულობდნენ აირწინაღებს, ყიდულობდნენ სხვა საშუალებებს, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.