17 აგვისტო 2026,   12:26
ვრცლად
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს კით სელფს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, კით სელფს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ საუბარი იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე; ისაუბრეს რეგიონული და გლობალური მასშტაბით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

სელფი, რომელიც დამსახურებული სამხედრო ვეტერანია, ტეხასის შტატს წარმოადგენს. ის არის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

დღის ამბები