რუსთავში, მასშტაბური პროექტების პარალელურად, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის-შარტავას გამზირის მომდებარედ,
კიდევ ერთი საუბნო სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოების დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა პროექტი, მოსახლეობას გააცნეს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და მწვანე დასასვენებელი ზონა მოეწყობა.
ანალოგიური სამუშაოები, ერთდროულად, ქალაქის 7 სხვადასხვა უბანშია დაწყებული.
შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.