20 ივნისი 2026,   11:53
ვრცლად
მატარებლების შეჯახებას ინდოეთში 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში, სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ავარიის შედეგად დაშავებულია დაახლოებით 20 ადამიანი, რომლებიც მკურნალობას კლინიკაში გადიან.

მედიის ინფორმაციით, შეჯახება სამშაბათს, შუადღისას, ჩჰატისგარჰის შტატის დედაქალაქ რაიპურიდან დაახლოებით 115 კილომეტრში, ბილასპურის ქალაქთან ახლოს მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს უკნიდან შეეჯახა. მისივე განმარტებით, მატარებლების გასაცალკევებლად სამაშველო ჯგუფს რამდენიმე საათიანი მუშაობდა და სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდა.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე მატარებლების გადაადგილება აღდგენილია. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები